|
2018-12-16 15:30:46, 4528 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაშია
საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაშია. გასულ წელს განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, რომელიც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდა, საქართველო მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადავიდა. ცვლილებების მიხედვით, ამიერიდან საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პიდაპირი წესით აღარ მოხდება. კერძოდ, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრეზიდენტს აირჩევენ 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით, საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგია 300 წევრით დაკომპლექტდება. მასში წარმოდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. შემადგელობაში იქნებიან ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. ახალი კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 40 წელი და საქართველოში უცხოვრია სულ მცირე 15 წლის განმავლობაში. ასევე, მას ეკრძალება ეკავოს პარტიული თანამდებობა ან იყო რომელიმ პარტიის წევრი. გარდა ამისა, ახალი კონსტიტუციით, პარლამენტის დაკომპლექტება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოხდება. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები იქნება, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულია ქორწინების დეფინიციაც და აღნიშნულია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ასევე შესწორებები შევიდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრება. კონსტიტუციით პრეზიდენტის არჩევისა და პარლამენტის დაკომპლექტების წესთან ერთად, განსაზღვრულია სხვა პოლიტიკური საკითხებიც, მათ შორის, ქვეყნის საგარეო მიმართულება. ცვლილება განიცადა პარლამენტის ადგილმდებარეობამ და საკანონმდებლო ორგანოს ადგილად კვლავ თბილისი გამოცხადდა. ახალი კონსტიტუციით უშიშროების საბჭო გაუქმდა და მის ნაცვლად საომარი მდგომარეობის დროს შეიქმნება თავდაცვის საბჭო, რომლის თავმჯდომარეც პრეზიდენტი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)