22:33 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-15 16:27:52, 1451 ნახვა

სამართალი
შსს-ს პოლიციის ატაშე პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მედლით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთში, გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, იოაჰიმ ბრუჯინსკიმ ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა.

ჯილდოზე ქართველი პოლიციის ატაშე  პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარმა კომენდანტმა, იაროსლავ შიმჩიკმა წარადგინა. გიორგი გამსახურდიას ბრინჯაოს მედალი პოლონეთის პოლიციის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის გადაეცა.

იოაჰიმ ბრუჯინსკიმ დაჯილდოვებისას გიორგი გამსახურდიას წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა, მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში.

საქართველოს პოლიციის ატაშეს დაჯილდოვების ცერემონია პოლონეთის ეროვნული პოლიციის გენერალთა დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას პოლონეთის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელები და ტერიტორიული დანაყოფების უფროსები დაესწრნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics