|
2018-12-14 17:00:23, 1419 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში რომ დაუშვებლად გამოცხადდა საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები, პრეცედენტულია
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაუშვებლად გამოცხადდა საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები, პრეცედენტულია და მომავალშიც დაგვეხმარება", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ქართველი მხარე ფაქტებით დაამტკიცებს, თუ რა მოხდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე. „სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაუშვებლად გამოცხადდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, რომ სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სასამართლოა და ის თავის პრეცედენტს ეყრდნობა, როდესაც ახალშემოსულ საქმეს იხილავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები ჩვენ მომავალშიც დაგვეხმარება, რომ სიმართლემ იზეიმოს. სიმართლე არის ის, რომ ამ ომის დროს ქართველთა ეთნიკური წმენდა ჩატარდა და არა პირიქით, და რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ფაქტებით დავამტკიცოთ, თუ რა მოხდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც ქართული სოფლები დაიცალა და ჩვენ მივიღეთ უფრო მეტი დევნილი; როდესაც ჩვენი ტყვეები შეიპყრეს, აწამეს და არაერთი მათგანი მოკლეს. ამიტომაც ეს, რა თქმა უნდა, არის კარგი ამბავი", − განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)