|
2018-12-14 15:56:52, 1599 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანმა უნგრელ კოლეგა ლასლო ტროჩანთან ხელი მოაწერა
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. თბილისში ხელმოწერილი მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებასა და გამოცდილების გაზიარებას. მხარეები ითანამშრომლებენ მართლმსაჯულების, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის, სამოქალაქო, სამეწარმეო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და მიგრაციის პოლიტიკის სფეროში. გარდა ამისა, მხარეები ითანამშრომლებენ დანაშაულის პრევენციისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. მემორანდუმის გაფორმებამდე უნგრეთის დელეგაციასთან შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრაზე თეა წულუკიანმა კოლეგა მინისტრს სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად განხორციელებული მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა გააცნო და ამავე რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატები, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობა − ეს ის თემებია, რომელთა შესახებაც მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე, გოჩა ლორთქიფანიძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ. უნგრეთის მხარესთან გაფორმებული მემორანდუმი ხელის მოწერისთანავე ამოქმედდება.
(NS)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)