|
2015-06-15 14:04:35, 447 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბოძაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით N15/06/01 2015 წლის 15 ივნისიდან ლევან ბოძაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა. ლევან ბოძაშვილი 2014 წლიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. 2014 - 2015 წლებში მუშაობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსის თანამდებობაზე. 2012 წლის ოქტომბრიდან არის ნიუ-იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიწვეული პროფესორი და მკვლევარი. კითხულობს ლექციებს შედარებით კონსტიტუციურ სამართალში. 2006 წლიდან დღემდე აკადემიური საქმიანობა მოიცავს ლექციების კურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა) კონსტიტუციურ სამართალში, ევროპული კავშირის სამართალსა და საგარეო ურთიერთობებში, დიპლომატიურ და საკონსულო სამართალში, კიბერსამართალში. ლევან ბოძაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სამართლებრივ და დიპლომატიურ სფეროებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ, ევროკავშირში სამართლებრივ მრჩევლად, სადაც მიღებული აქვს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობებში ჰავიერ სოლანას უმაღლესი შეფასების ჯილდო და წერილობითი მადლობა. ასევე მუშაობდა, გაეროსა და ეუთოში, ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში. იყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრი 2004-2008 წლებში. 2005-2009 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირისა და ორმხრივი ევროპული მიმართულების კოორდინაციის სფეროში, ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ავსტრიასა და ვენაში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი და სახელმწიფო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იუსტიციის სამინისტროში 2003-2004 წლებში. სამსახურებრივი სტაჟირებით იმყოფებოდა აშშ უზენაეს სასამართლოში 1996-1997 წლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2005-2009 წლებში იყო დელეგაციის ხელმძღვანელი და აწარმოებდა ორმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეტთან, საფრანგეთთან, ბელგიასთან, ჰოლანდიასთან, შვეიცარიასთან, საბერძნეთთან, თურქეთთან, ირლანდიასთან, ჩეხეთთან. ასრულებდა ელჩის მოვალეობას ეუთოსა და ვენაში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლის ფარგლებშიც მიყავდა მუდმივი საბჭოსა და გაერო-ს ორგანოების სხდომები. არის გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტი და იყო გაეროს განვითარების პროგრამების დირექტორი.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)