2018-12-12 16:39:21, 1324 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: 2019 წელს ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით 1.8 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა იმ რესურსებზე, რომელიც მომავალ წელს მიიმართება ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით.
მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნისთვის, მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილია 1.8 მლრდ ლარზე მეტი. როგორც მან აღნიშნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება, (ინფრასტრუქტურის ჩათვლით) 2018 წელთან შედარებით მომავალ წელს გაზრდილია 180,0 მლნ ლარზე მეტით.
მინისტრის თქმით, განათლების პროგრამების დაფინანსება მომავალ წელს იზრდება 1 194 მილიონ ლარამდე.
(NS)
ავტორი: ,