|
2018-12-12 15:49:04, 1700 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტის მრჩევლებმა NGO-ებთან დასაქმებული ყველა მოხელის ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანის კანონპროექტი გააპროტესტეს
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს შეხვდნენ და ის ცვლილება გააპროტესტეს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ყველა საჯარო მოხელის ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანას ითვალისწინებს ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ძალაში შესვლის შემდეგ. "ეს ცვლილებები, რომელიც პარლამენტში განხილვის რეჟიმშია პირველ რიგში ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ მნიშვნელოვან პრინციპებს, ასევე მთლიანად ხაზს გადაუსვამს საჯარო სამსახურის რეფორმის წარმატებას და იქნება ძალიან საშიში პრეცედენტი არამხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ადამიანების მიმართ, არამედ ზოგადად საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მიმართ და ეს იქნება საშიში გზავნილი, რომ ნებისმიერ დროს ისინი შეიძლება კანონის დაცვის სფეროდან უცებ გამოიყვანონ და მათ არანაირი უფლებები არ დაუტოვონ. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აქ საქმე არ ეხება პრეზიდენტის მრჩევლებს, საქმე ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც 10 წელი და მეტი, ზოგიერთი ყველა პრეზიდენტის პირობებში მუშაობდა და ემსახურებოდა არა რომელიმე კონკრეტულ პრეზიდენტს: მარგველაშვილს, სააკაშვილს, შევარდნაძეს თუ გამსახურდიას, არამედ, ემსახურებოდა საჯარო ინტერესს, ემსახურებოდა მოქალაქეებს, რომლებიც მოდიოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და იღებდნენ მისგან შესაბამის სერვისს და ინფორმაციას თუ ასე შემდეგ, ამიტომ ეს ადამიანები, რომლებიც პროფესიული ნიშნით არიან შერჩეული, რომლებსაც უზარმაზარი გამოცდილება და ინსტიტუციური მეხსიერება აქვთ აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეთანხმებიან პრეზიდენტის მრჩევლებს კანონპროექტის რისკების შეფასებაში და აცხადებენ, რომ კანონი ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმას, ეწინააღმდეგება ასევე საქართველოს მიერ საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებას საჯარო სამსახურის შესახებ რეფორმის განხორციელების შესახებ ასევე ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. "ამ კანონის წაკითხვის შემდეგ, რჩება ერთადერთი ეჭვი, რომ კანონი მიღებულია სწორედ იმიტომ, რომ ახალმა პრეზიდენტმა თვითონ დააკომპლექტოს საკუთარი კადრებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია. თუმცა ეს რისკი არ ემსახურება მხოლოდ მოქმედი თანამშრომლების მიერ სამსახურის დაკარგვას. გრძელვადიან პერსპექტივაში ის ქმნის ცუდ ტენდენციას, რომ ყოველი ახალი პრეზიდენტის შემდეგ მოხდება მთლიანად ადმინისტრაციის გამოცვლა", - აღნიშნა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა ლიკა საჯაიამ, რომელიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა.
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)