|
2018-12-12 15:33:04, 1361 ნახვა
პოლიტიკა
მელია - პარლამენტში ვხედავ რამდენიმე კრიმინალს, მათ შორის კობახიძეს
„პირდაპირ გეტყვით მივესალმები ამ დარბაზში რამდენიმე კრიმინალს და არა „ქართული ოცნების“ დეპუტატს. ბატონი კობახიძე ერთი და მეორე ბატონი, ენზელ მკოიანიდა ავხსნი რატომ. გეყოთ მოთმინება და მომისმინეთ...“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს შორის დაპირისპირებამდე განაცხადა. მელიას თქმით, ძალიან მალე გაერთიანებული ოპოზიცია გაასაჯაროებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ ყალბდებოდა არჩევნები. აქ, ახლა თქვენმა დეპუტატმა, როდესაც დაიწყო საუბარი და მიესალმა საოცარ განვითარებას, პროგრესს ქვეყანაში და სალომე ზურაბიშვილის არჩევას დაარქვა დემოკრატიული პროცესის წარმოუდგენელი განვითარება, დიახაც, თქვენ სინდისზე არის როგორც მინიმუმ ერთი ადამიანის მკვლელობა ამ არჩევნების პროცესში. ეს ეხება ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს. მეორე, ახალქალაქში განხორციელებულ უმოწყალო თავდასხმას გრიგოლ ვაშაძის შტაბზე. , სადაც ოთხი ადამიანი იარაღის ტარებით უმოწყალოდ იყო ნაცემი და რას ბედავ შენ, ვიღაცა ხარ, გვარიც არ ვიცი შენი... ერთი ხმა მაინც თუ ამოგიღია და გითქვამს, ან დაგიგმია, როდესაც შენი გუნდის წევრები შენი კოლეგის, ემზარ მკოიანის მეთაურობით შევარდა გრიგოლ ვაშაძის შტაბში და გაუხეთქეს თავები და სახეები ადამიანებს. მესამე, დღეს, ვიდრე ასე თავს იწონებთ ვიღაცის წინაშე ჩვენი ქვეყნის მოქალქე სიკვდილს ებრძვის, ონის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი. დიახაც, ეს არის სისხლიანი არჩევნები, რომელიც თქვენ ჩაატარეთ. არ გეგონოთ, რომ ხართ გამარჯვებულები, ეს იყო უპრეცედენტო, მასშტაბური ძალადობა, რომელიც თქვენმა გუნდა განახორციელა და თქვენ, ბატონო კობახიძე ხართ დამნაშავეების მფარველი. როდესაც დამნაშავე ემზელ მკოიანს აცხადებთ გმირად, დიახაც, თქვენ ხართ ასევე დამნაშავე, მათ შორის, მართლმსაჯულების წესითაც“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)