13:32 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-12 15:12:13, 1533 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი ენმ-ს: ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა

„ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ. ეს მართლა კრიმინალები“, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება ინაშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც მელია საუბარს სხვადასხვა რეპლიკით აწყვეტინებდა.

„მე შეგნებულად არ ვერევი და ვერთვები ამ დისკუსიაში. დამშვიდდით და მიხედეთ თქვენ თავს, თქვენ და სააკაშვილიც ერთი და იგივე ხართ. დრო მოვა, ყველა გასამართლდებით. თუ ვერ მშვიდდებით შეგიძლიათ იმკურნალოთ, წყალი დალიოთ, ჰაერზე გახვიდეთ. თქვენთან არ ვაპირებ მე არავითარ დისკუსიაში შემოსვლას. იმიტომ არ ვერევი ამ დისკუსიაში რომ ამ შემთხვევაში პრეტენზია მაქვს „ქართულ ოცნებასთან“. ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდი და იჯექი მშვიდად. ჯერ ისედაც კვარტალში ერთხელ ჩნდები პარლამენტში, წყნარად იჯექი მანდ“, - განაცხადა ინაშვილმა.

პარლამენტში სიტუაციის განსამუხტად დაპირისპირებაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics