|
2018-12-12 14:58:45, 1158 ნახვა
პოლიტიკა
ქანთარია მელიას: შვილო, გაზს დაუწიე, ნუ თავხედობ პარლამენტში
„მელიას კი აქედან მინდა ვუთხრა, რომ შვილო, გაზს დაუწიე და ნუ თავხედობ და ნუ უზრდელობ პარლამენტში“, - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე. ქანთარიას თქმით. გაერთიანებული ოპოზიცია უნდა შეეგუოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხებას. დღეს აქ, რაც ვნახეთ, ეს არის მინიატურა იმის, რაც უნდოდათ გაეკეთებინათ მთლიანად ქვეყანაში. საბედნიეროდ, მხოლოდ მელია კლოუნადის ავტორი გახლავთ. ჩარლი ჩაპლინის ფილმების პერსონაჟები რომ არიან, რომ არ აქვთ არაფერი წაკითხული და მხოლოდ კომიკურ, გლუვ გამოსახულებებს ქმნიან. მე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელთაც აი, ეს ხიფათი ძალიან ზუსტად იგრძნეს და დადგნენ იქ, სადაც უნდა დამდგარიყვნენ, მიუხედავად წყენისა, მიუხედავად გულაცრუებისა, სწორედ მათი მეშვეობით მოხდა, რომ ჩვენ ეს ხიფათები თავიდან ავიცილეთ. ახლა რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ მთლიანად ვუთხრა, თქვენ ან არ გინდათ გაიგოთ ა ვერ იგებთ, არჩევნები დამთავრდა და თქვენ წააგეთ. რა ლეგიტიმაციაზე საუბრობთ, რას ჟილკობთ პატარა ბავშვებივით, ეზოში რომ ბურთს თამაშობენ, გოლს რომ გაუტანენ და მერე იძახიან, კუთხურებს არა ვართ, ჯარიმებს არა ვართ, პენალტებს არა ვართ. თქვენ სახელი უნდა დაგერქმევათ და მე ამის მომხრე ვარ და მართლაც დაგერქმევათ. მელიას კი აქედან მინდა ვუთხრა, რომ შვილო, გაზს დაუწიე და ნუ თავხედობ და ნუ უზრდელობ პარლამენტში“, - განაცხადა ნუკრი ქანთარია.
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)