|
2018-12-12 12:43:29, 1256 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ინფორმაცია, თითქოს საბავშვო ბაღების კვების ტენდერი არ შედგა, სიცრუეა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს, საბავშვო ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტების მომარაგებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, აბსოლუტური ტყუილია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომტენდერი 4 დეკემბერს გამოცხადდა და ჯერ კიდევ დახურულია. შესაბამისად, შეუძლებელია რომელიმე მონაწილე კომპანიის ნახვა იმ ეტაპამდე, ვიდრე ყველა კომპანიის წინადადების მიღება არ დასრულდება. „მინდა, შევეხო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიცრუეებს, რომელსაც ვეღარ ავუდივართ.მთავრობის სხდომას ვერ ვატარებთ ისე, რომ მათ ტყუილებზე პასუხის გაცემა არ მოგვიწიოს. რადგან მე პასუხისმგებელი ვარ მერიაზე და მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, ვალდებული ვარ, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდო. ასევე, მინდა,მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, ამ ტელეკომპანიასარცერთი ტყუილი და სიცრუე არ გაუტარონ, რადგან ამას საზოგადოება ისმენს და სიმართლე ჰგონია. ყველა ტყუილზე უნდა მოხდეს რეაგირება. სხვათა შორის, კვლევის თანახმად, „რუსთავი 2“-დან მოწოდებული ინფორმაციის 79% სიცრუეა.სიუჟეტში საუბარი იყო, თითქოს, საბავშვო ბაღების 61 ათასი აღსაზრდელი საკვების გარეშედარჩა. სრულიად გაუგებარია, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, სიუჟეტი ეთერში 6 დეკემბერს გავიდა, კვების ტენდერი კი 4 დეკემბერს იყო გამოცხადებული. „ტენდერი დღეს მთავრდება და გამარჯვებული კომპანია სწორედ დღეს გახდება ცნობილი.ახლაც კი შეუძლებელია,მასში მონაწილეების ვინაობავნახოთ, რადგან ტენდერი დახურულია. გამარჯვებული კომპანია პროცედურების დასრულების შემდეგგვეცოდინება.ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ჩვენ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. მე, პირადად,ვალდებული ვარ ჩვენი მოსახლეობის, ამომრჩევლის წინაშე, ყოველთვის სწორი ინფორმაცია მივაწოდო მათ და წვდომა ჰქონდეთ იმ საკითხებზე, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებულ გუშინდელ სიუჟეტსაც გამოეხმაურა, სადაც, მისი თქმით, საუბარი იყო, თითქოს, მერია საახალწლო სცენის მოწყობაში 2 მლნ ლარს ხარჯავს. „დღეს მე წამოვიღე ამ ტელევიზიით გამოდმოცემული მასალის „სქრინები“. ეს იმ ტენდერების „სქრინებია“, რომლებზეც გუშინ გვიმტკიცებდნენ, რომ სცენის მოწყობაზე, გადახურვაზე და ა.შ.2 მლნ იხარჯება.მოცემული ციფრები რომ დავაჯამოთ, დაახლოებით, 1 მლნ 61 ათასი ლარი გამოდის. საიდან მოიტანეს 2 მლნ ლარი, გაუგებარია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ეს არის ტენდერი სცენაზე, მოწყობილობებზე, რომელიც 2018-2019 წლებში ჩასატარებელი ღონისძიებებისთვისაა საჭირო. ჩვენ ძალიან ბევრ ღონისძიებას ვატარებთ, რომელთა შორისაა, „თბილისობა“, 26 მაისის დღესასწაული, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, პროექტი „თბილისი“, ეს მოწყობილობები კი, ყველა ამ ღონისძიებას მთელი წლის განმავლობაში უნდა მოემსახუროს. „რუსთავი 2“-ს მოსახლეობა შეცდომაში შეყავს, თითქოს 2 მლნ იხარჯება იმისთვის, რომ საახალწლოდ სცენა მოვაწყოთ და გადავხუროთ. შეიძლება, კახა კალაძე ან „ქართული ოცნება“ არ მოგწონდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)