|
2018-12-12 12:02:07, 1042 ნახვა
პოლიტიკა
ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი დღეს გაიმართება
დღეს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი გაიმართება. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით ჩატარდება. ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს. მოლაპარაკაბებზე საქართველოს დელეგაცია ყველა იმ გამოწვევას დააყენებს, რასაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა რუსეთის მხრიდან უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის შედეგად აწყდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გალსა და ახალგორში, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე. საქართველოს წარმომადგენლები დასვამენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის საკითხს და ყურადღებას გაამახვილებენ სოფელ ატოცში მიმდინარე უკანონო პროცესებზე. ქართველი მონაწილეები კვლავ დააყენებენ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხს. საქართველოს დელეგაცია ვრცლად ისაუბრებს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციის პროცესზე და მოითხოვს მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებას. დღის წესრიგის ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების უპირობოდ, ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით აღდგენას. წინა დღეს საქართველოს დელეგაციამ გამართა ორმხრივი კონსულტაციები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან. 11 დეკემბერს გაიმართა ასევე საინფორმაციო სესია თემაზე „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება", რომლის დროსაც განხილულ იქნა ქალთა ჩართულობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში და ხაზი გაესვა კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა პრობლემებზე მუშაობის აუცილებლობას.
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)