|
2018-12-12 11:05:06, 1143 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი - პარლამენტის მომზადებული კანონპროექტი ლაჩრული და ვერაგულია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლების ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს, ლაჩრულს, ვერაგულს, ცალსახად დისკრიმინაციულსა და ანტიკონსტიტუციურს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებაში ერთი მარცვალიც რომ იყოს სწორი, ის თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზეც და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზეც. „ეს არის მორიგი დარტყმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე უკვე მერამდენე, სათვალავი მართლა ამერია და მე მინდა მათ ვურჩიო, რომ ამდენ უბადრუკ მცდელობას, ჯერ კიდევ ხომ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ადგნენ და მთლიანად გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი როგორც ასეთი, ვთქვათ, რომ პრეზიდენტს ჩვენ აღარ ვირჩევთ და დაისვენებენ თვითონ, რადგან ძალიან ბევრს წვალობენ. მაგრამ ამავდროულად აი ამ ცვლილების იურიდიული აბსურდულობისა, მინდა პირდაპირ ვთქვა, ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება ამ პროფესიონალებთან მიმართებაში, რომლებიც აქ, ამ შენობაში არიან. მაგრამ მესმის, მათ აი ამ პროფესიონალებთან, აი ამ მაღალი დონის პროფესიონალებთან, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან, პროფესიული საუბარი გაუჭირდებათ. გადაწყვეტილება ცალსახად დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციურია, ამიტომ იღებენ ასეთ ლაჩრულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთი მარცვალიც რომ იყოს მასში სწორი, მაშინ, ეს გადაწყვეტილება თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე და მე მინდა აი ამ აბსურდის, ე.წ. ავტორებს მინდა ვუთხრა, რომ კარგი იქნებოდა ვიდრე ისინი აი ამ, ასე ვთქვათ აბსურდს ჰქმნიდნენ, პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის დამწყებ სტუდენტებთან ათ წუთიანი კონსულტაცია მაინც გაევლოთ, რომ საკუთარ აბსურდში ეს ახალგაზრდები მათ დაარწმუნებდნენ“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)