|
2018-12-11 14:20:34, 457 ნახვა
რეგიონი
ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში ფართოზოლოვანი ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ბილაინი უფასო კოლოკაციის მომსახურებას მიაწვდის
მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი „ბილაინი“), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, აცხადებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, რომლის თანახმადაც კომპანია ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში ფართოზოლოვანი ინტერნეტიზაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მიაწვდის უფასო კოლოკაციის მომსახურებას. ხსენებული პროექტის მიზანია, საქართველოში ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ რეგიონში - ფშავი, ხევსურეთი და გუდამაყარი, რომლებიც პოპოულარულია როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმის თვალსაზრისით, მოხდეს დასახლებული პუნქტებისა და ტურისტული კონცენტრაციის ადგილების მაღალსიჩქარიანი ფიქსირებული უსადენო ინტერნეტით მომსახურება. რთული გეოგრაფიული პირობებისა და მოსახლეობის სიმცირის გამო, მოცემულ რეგიონში არ არის ოპტიკური ქსელი. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) მხარდაჭერით და „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ კოორდინაციით, ხორციელდება მაგისტრალური რადიოქსელის მშენებლობა. აშენების შემდგომ, ქსელი სამართავად გადაეცემა თავად ბენეფიციარს - ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც წარმოგენილია ააიპ „მთის სათემო ქსელის“ მიერ. საქმიანობიდან მიღებულ მოგებას ბენეფიციარი ისევ მიმართავს ქსელის განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მიკრო და მცირე მეწარმეებისა და კოოპერატივების ტრენინგი და ელექტრონული სერვისების მიმართ ცნობადობის ამაღლება. დღევანდელი მემორანდუმი გაფორმდა „საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2018“-ის მიმდინარეობისას, ინტერნეტ საზოგადოების ევროპული ბიუროს, შპს „ვიონი საქართველოსა“ და ააიპ „მთის სათემო ქსელს“ შორის.
(R)
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)