|
2018-12-11 11:04:36, 1349 ნახვა
სამართალი
საფრანგეთის პოლიციის ატაშე - მინდა მივულოცო ქართულ პოლიციას წარმატება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში
შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის და საქართველოში საფრანგეთის პოლიციის ატაშეს ბრუნო ბალდუკის ერთობლივი ბრიფინგი ჩატარდა. ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ქართველი სამართალდამცველების უშუალო მონაწილეობით, საფრანგეთის ქალაქ ლიონში მასშტაბური სპეც.ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაკავებულია საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი. დაკავებულებს შორის საქართველოს 10 მოქალაქეა, მათ შორის 2 - „კანონიერი ქურდი“. საქართველოში საფრანგეთის პოლიციის ატაშე ბრუნო ბალდუკმა ბრიფინგზე ქართველი სამართალდამცველებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სამართალდამცველი სტრუქტურების მრავალთვიანი თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს მადლობა გადაუხადა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულობისთვის. „საქართველოს და საფრანგეთის პოლიციამ უჩვენა თუ რამდენად ეფექტურია ჩვენი ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობა. EUROPOL-ის მხარდამჭერით, საფრანგეთის ჟანდარმერიის გამომძიებლების მიერ, საქართველოს კრიმინალურ პოლიციასთან ურთიერთანამშრომლობით, საფრანგეთში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც დაკავებულ იქნა 20 კრიმინალი სამხრეთ კავკასიიდან. ეს ოპერაცია არის წარმატებული არა მხოლოდ იმიტომ რომ დამნაშავეები დავაკავეთ, არამედ ეს უჩვენებს ქართველ და ფრანგ სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის მრავალთვიანი წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის შედეგს. მინდა მივულოცო ქართულ პოლიციას განსაკუთრებით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული ჩართულობისა და მობილიზებისთვის“, - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის პოლიციის ატაშემ, ბრუნო ბალდუკმა.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)