|
2015-06-15 12:54:21, 427 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი: ევროკავშირი აუცილებლობის შემთხვევაში მზადაა, საქართველოს შესაბამისი დახმარება გაუწიოს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლობა, აუცილებლობის შემთხვევაში, მზად იქნება საქართველოს შესაბამისი დახმარება გაუწიოს. ამის შესახებ ბერუჩაშვილმა „კურიერში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „უპირველეს ყოვლისა, მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩემი სახელით, გულწრფელად მივუსამძიმრო სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ დღეებში საქართველო იღებს სოლიდარობის, მხარდაჭერის, სამძიმრის გზავნილების ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებიდან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან პრემიერ-მინისტრების, პრეზიდენტების დონეზე და ასევე უბრალოდ მოქალაქეების დონეზე. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ევროკავშირის საგარეო დახმარებათა და ასევე კრიზისულ სიტიაციათა მართვის სამსახური სრულ კოორდინაციაში შესაბამის უწყებებთან საქართველოში და აუცილებლობის შემთხვევაში, მზად იქნება გაუწიოს საქართველოს შესაბამისი დახმარება. მხარდაჭერის, სამძიმრის და სოლიდარობის გზავნილები ჩვენ მივიღეთ უმაღლეს დონეზე სამეზობლოს ქვეყნებიდან, ევროკავშირის ქვეყნდებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნატო-ს გენერალური მდივნისგან“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მობილიზებული იყოს ყველა შესაძლო ფინანსური დახმარება დონორი ორგანიზაციებიდან და პარტნიორებიდან. ბერუჩაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რა თანხები იქნება გამოყოფილი საქართველოსთვის. „მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო ასევე საქართველოს მეგობართა საზოგადოებების, ინდივიდუალური მოქალაქეების აქტივობა ჩვენ მეგობარ ქვეყნებში. პოლონეთში, თურქეთში, ლიტვაში უკვე დაიგეგმა სპეციალური საქველმოქმედო ღონისძიებები კონცერტების თუ აუქციონების სახით, რომელიც ასევე დამატებით რესურსებს მოაგროვებს საქართველოსთვის. ამ ეტაპზე ზარალის დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამ საქმიანობაში ჩართული ყველა შესაბამისი უწყება. დღეს გაიმართება სპეციალური შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში, ასევე პრემიერ-მინისტრი ხვდება ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს და ევროკავშირის ელჩებს და შესაბამისად მოგვიანებით ალბათ უფრო კონკრეტული სურათი გვექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)