|
2018-12-10 17:54:53, 567 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი ინფასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიას შეხვდა
შუახევის მერიაში 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და 2019 წელში დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრას, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერი ფრიდონ ფუტკარაძე მართავდა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე, რუსუდან შავაძე და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრები ესწრებოდნენ. კომისიის ინფორმაციით პროექტები გეგმის მიხედვით ხორციელდება, მათი უმეტესობა ამ დროისთვის უკვე დასრულებული ან დასრულების პროცესშია, თუმცა იქნება რამდენიმე გარდამავალი პროექტიც. ფრიდონ ფუტკარაძემ ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიას პროექტების მიმდინარეობისა და ჩაბარების დროს მაქსიმალური კონტროლის და ზედამხედველობის, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში კი მათზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. ყურადღება გამახვილდა ასევე 2019 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომლის ფარგლებშიც კვლავ რჩება ბაღების, გზების მშენებლობა, სოფლად წყლის სისტემების მოწესრიგება, დაბისა და სოფლების კეთილმოწყობა და ა.შ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)