00:55 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 15:59:44, 1405 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი რეგიონული პროექტების ჯამური ინვესტიცია, 50 მილიონ ლარამდეა

პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დღემდე მხარდაჭერილი იყო  5 313  რეგიონული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის  მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში  8 412-მა  ბენეფიციარმა თანადაფინანსების სახით 22 949 474 ლარი მიიღო.

„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად, ჩვენი მთავრობა 2015 წლიდან ახორციელებს პროგრამას „აწარმოე საქართველოში". განსაკუთრებით აქტუალურია ეს პროექტი რეგიონებში. იცით, რომ ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი რეგონების თანაბარი განვითარება, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე აისახება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს, მიკროგრანტების მოსაპოვებლად გამოვლინდა 917 გამარჯვებული, რომლებიც წლის ბოლომდე თანადაფინანსების სახით მიიღებენ 8 300 000 ლარს.

„ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გამარჯვებულ აპლიკანტებს შორის 45 პროცენტი არის ქალი მეწარმე. საერთო ჯამში, წლევანდელი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, დაფინანსებული პროექტების რაოდენობა შეადგენს 6230 პროექტს, თანადაფინანსების თანხა კი 47 მლნ ლარზე მეტია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics