|
2018-12-10 15:44:48, 1252 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ახალი საბაჟო კოდექსი, საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ქვეყნის უფრო ეფექტურად ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში
მომავალი წლიდან საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უფრო ეფექტურად ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოში დღეს მოქმედი საბაჟო და საგადასახადო კოდექსები დასახულ მიზნებსა და ამოცანებს არ პასუხობდა. ახალი საბაჟო კოდექსი შემუშავდა ე.წ ღია პლატფორმაზე, რომელში მონაწილეობის საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მეწარმეები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ინიციატივების წარმოდგენისთვის მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა. „ჩვენი ხედვაა, საქართველო გავხადოთ ეკონომიკური ცენტრი მთელი რეგიონისთვის. შესაბამისად, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი საბაჟო კოდექსი, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა ამ მიზნის მიღწევისთვის. ახალი საბაჟო კოდექსი სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც ჩვენ დაგვეხმარება, კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან. მნიშვნელოვნად გამარტივდება გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები; იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა; საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები; შემოღებული იქნება გარანტიის ახალი სახეობები და ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც ჩვენს საბაჟო კოდექსს ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)