2018-12-10 10:28:44, 3871 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა გაიმარჯვა
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ გაიმარჯვა.
სომხეთის ცესკო-ს ბოლო მონაცემებით პაშინიანის გუნდმა ამომრჩეველთა ხმების 70.43% მიიღო.
მეორე ადგილი პარტია „აყვავებულმა სომხეთმა“ (8.27%), ხოლო მესამე „ნათელმა სომხეთმა“ (6.37%) დაიკავა.
რაც შეეხება ყოფილ მმართველ გუნდს, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და პარლამენტში ვერ მოხვდა. მათ ამომრჩეველთა მხოლოდ 4.7%-მა დაუჭირა მხარი.
არჩევნებში სულ 5 ბლოკი და 9 პარტია იღებდა მონაწილეობას.
ავტორი: ,