2018-12-08 14:24:32, 2044 ნახვა
სამართალი
შსს-მ წელს 116 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, 116 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიციამ ამოიღო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ: 35 კილოგრამი „ჰეროინი“, 6 კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1 კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი.
(NS)
ავტორი: ,