|
2015-01-21 15:16:49, 2451 ნახვა
პოლიტიკა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს დავით საგანელიძე შეხვდება
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს პარლამენტიდან დეპუტატი დავით საგანელიძე შეხვდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. "უმრავლესობამ მთხოვა და მომცა ის ლეგიტიმაცია, რომ პრეზიდენტთან გავმართო კონსულტაციები. აქ საუბარია არა იმაზე, რომ მე რაიმე კონკრეტული გვარებით მივდივარ, ან რაიმე კონკრეტულ გვარებს ველოდები პრეზიდენტისგან, არამედ ჩვენ ვისაუბრებთ იმ ფორმატზე, იმ ფორმაზე და მეთოდეზე, რა მეთოდებით ვიმუშაოთ",-განაცხადა დავით საგანელიძემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციების დაჩქარება მოითხოვა. კონსულტაციების პროცესის დაჩქარების მიზნით, პრეზიდენტის დავალებით, პროტოკოლის სამსახური, პარლამენტის აპარატის შესაბამის სამსახურს დაუკავშირდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)