|
2018-12-06 15:29:26, 1415 ნახვა
კომენტარი
გოჩა ლორთქიფანიძე: დარწმუნებული ვარ, ჰააგის სასამართლოს პროკურატურის გამოძიება საერთაშორისო სამართლის აღსრულების საფუძველი გახდება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის (ASP) სესიაზე სიტყვით გამოვიდა. გოჩა ლორთქიფანიძემ ღონისძიების მონაწილეებს − 123 ქვეყნის დელეგაციის წევრებს − რომის სტატუტის 20 წლისთავი მიულოცა და იმ მოლოდინებზე ესაუბრა, რაც საქართველოს ჰააგის სასამართლოსგან აქვს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლო არის ქმედითი იარაღი საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვა საერთაშორისო ორგანოებისაგან გამოარჩევს და განსაკუთრებულ ძალას ანიჭებს ის, რომ მას აქვს კონკრეტული, სამართლებრივი ბერკეტი მართლმსაჯულების განსახორციელებლად და შეუძლია პრაქტიკული, ქმედითი დახმარება გაუწიოს საერთაშორისო დანაშაულებების მსხვერპლთ და ეს მხარდაჭერა არ იყოს შემოფარგლული მხოლოდ დიპლომატიური განცხადებებით. გოჩა ლორთქიფანიძემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოს, როგორც საერთაშორისო მართლმსაჯულების აღმასრულებელი ორგანოს, ეფექტურობა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, რომ მისი უფლებამოსილება გავრცელდეს არა მარტო რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყნებზე, არამედ ყველა ქვეყანაზე, მათ შორის, იმათზეც, ვინც საკუთარი ნებით არ თანამშრომლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელების რწმენა ემყარება რწმენას, რომ დანაშაული, ჩადენილი მსხვერპლზე ბევრად ძლიერი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოს მოქალაქეების მხრიდან, დაუსჯელი არ დარჩება და სამართლიანობა, ყველაფრის მიუხედავად, ყველასთვის აღდგება. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, აგრეთვე, საქართველოს თანამშრომლობაზე ჰააგის სასამართლოსთან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია მიმდინარეა და დღესაც გრძელდება, ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა, აგვისტოს ომის დროს დაზარალებული თითოეული მოქალაქე ამ თანამშრომლობისაგან მოელის ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებისა და მკვლელობის, სამოქალაქო პირების მკვლელობისა და წამების დანაშაულებში ბრალის მქონე პირების გამოვლენასა და დასჯას. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურატურის გამოძიება გახდება საერთაშორისო სამართლის აღსრულების საფუძველი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გავლენიანი და ძლიერია დანაშაულის ჩამდენი მხარე", − თქვა გოჩა ლორთქიფანიძემ. ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჰააგის სასამართლოს განმწესრიგებელთან, პროკურორის ოფისის წარმომადგენლებსა და სხვა თანამდებობის პირებთან.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)