2018-12-05 22:10:31, 1771 ნახვა
სამართალი
ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა
ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოლაჯურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
ავტორი: ,