13:12 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 18:22:25, 1784 ნახვა

პოლიტიკა
ატოცში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ

დღეს დილით სოფელ ატოცში რუსი სამხედრიები გამოჩნდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“  ანტისაოკუპაციო მოძრაობაზე "ძალა ერთობაშია" დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ოკუპანტები სოფელში საინჟინრო მანქანით მივიდნენ. სავარაუდოდ ისინი რამდენიმე დღის წინ დაწყებული ბორდერიზაციის გაგრძელებას გეგმავენ.

დავით ქაცარავა და ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრები ატოცში 7 ნოემბრის შემდეგ მორიგეობენ, რათა ოკუპანტების მიერ დაწყებული ბორდერიზაცია არ განახლდეს.

 „გვესვრით შეუიარაღებელ ხალხს? მე არ ვიცი, თქვენ ოსები ხართ თუ რუსები. თუ ოსები ხართ გეტყვით, რომ ეს ჩვენიო ტერიტორიაა და რუსები თქვენ გიყენებენ - ვფიქრობ ეს თქვენ კარგად იცით. თუ რუსები ხართ უბრალოდ გეტყვით,რომ თქვენ ოკუპანტები ხართ და თავადაც იცით, რომ ჩვენს მიწაზე,  ქართულ მიწაზე იმყოფებით, აქ ახლა ექვსი შვიდი ადამიანი ვართ, მაგრამ,  ვიქნებით უფრო მეტიც და თქვენ ყველა ჩვენგანის მოკვლა მოგიწევთ კამერების წინაშე. თქვენ მოგიწევთ ესროლოთ ადამიანებს, რომლებიც თავის მიწას თქვენგან იცავენ. ჩვენ აქედან არსად წავალთ“, - მიმართა ქაცარავამ საოკუპაციო ზოლთან მისულ სამხედროებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics