|
2018-12-05 17:11:47, 1607 ნახვა
სამართალი
ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე 123 სახელმწიფოს წარმომადგენლის მხარდაჭერით აირჩიეს. მოცემულ პიზიციაზე არჩეული პირის მანდატი ორწლიანია, ხოლო დირექტორატი 5 წევრისაგან შედგება. გოჩა ლორთქიფანიძე არის პირველი ქართველი, ვინც ამ ფონდში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის განკუთვნილი კვოტით აირჩიეს. მან ამ პოზიციაზე ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელი შეცვალა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის დაზარალებულთა ფონდში არჩევა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, ფონდის ყურადღება მიმართოს არაერთი ქვეყნისა და, მათ შორის, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე − დაზარალებულთა საჭიროებებსა და მათთვის მიყენებული ზიანის საკითხებზე. იმ რეალობაში, როდესაც ჰააგის სასამართლოს პროკურატურა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, მსხვერპლთა დაცვა და მათი უფლებების აღდგენა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. გოჩა ლორთქიფანიძე 1998 წელს რომის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მანდატის ძირითადი ავტორია, მონაწილეობდა რომის კონფერენციაში და იყო ჰააგის სასამართლოს დამფუძნებელი ტექსტის - რომის სტატუტის პროექტის გარშემო მოლაპარაკებების პროცესში „თანამოაზრე სახელმწიფოთა ჯგუფში“ საქართველოს გაწევრიანების ინიციატორი. 1999-2002 წლებში, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს წარმოადგენდა ჰააგის სასამართლოს დამფუძნებელ კომისიაში, რომელმაც შეიმუშავა სასამართლოს რეგლამენტი და მტკიცებულების ადმინისტრირების წესი, დანაშაულების ელემენტების დოკუმენტი, შეთანხმება სასამართლოსა და გაერთიანებულ ერებს შორის ურთიერთობების შესახებ, შეთანხმება სასამართლოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ. დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის არჩევნები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის (ASP) სესიის ფარგლებში 2018 წლის 5 დეკემბერს ჰააგაში გაიმართა. ასამბლეა ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების უმაღლესი დონის შეხვედრაა, სადაც მონაწილე 123 სახელმწიფოს დელეგაციის მიერ მთავარი სტრატეგიული საკითხები განიხილება. წლევანდელ რიგით მე-17 სესიაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლაცაა დაგეგმილი. გოჩა ლორთქიფანიძის მოხსენების ძირითადი თემა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების - ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების დროულად გამოძიების აუცილებლობა იქნება. ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჰააგის სასამართლოს განმწესრიგებელთან, პროკურორის ოფისის წარმომადგენლებსა და სხვა თანამდებობის პირებთან.
(NS)
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)