|
2018-12-05 12:59:56, 1490 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: ამ კანონით ჩვენ არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან ვიცავთ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა უწყების მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს გადაცემა "პირისპირში" ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილმე აღნიშნა, კანონპროექტი პარლამენტმა 30 ნოემბერს მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა: „მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ეს კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა, გაჩნდა გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით რეალურად რა კანონპროექტთან გვქონდა საქმე. მოვისმინეთ ისიც, რომ თითქოს რაღაცის ლეგალიზაციასაც ვახდენდით; ან მთავრობა ისევ კულტივაციის თემას დაუბრუნდა, რაც რეალობას არ შეესაბამება. ეს გახლავთ მოხმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარების საკითხებს აქცევს მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში და პირდაპირ გვეუბნება - სად არის აკრძალული მარიხუანას მოხმარება. პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, კანონი უკვე მივიღეთ. ეხლა გარკვეული პროცედურები არსებობს - პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ უნდა გამოქვეყნდეს. ამისთვის პრეზიდენტს კანონით 10-დღიანი ვადა აქვს და გამოქვეყნებისთანავე ეს კანონი შევა ძალაში. მე შევეცდები ძალიან დეტალურად ავხსნა, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი იყოს რაზეა საუბარი და რეალურად რა იკრძალება, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ჩვენს ეთერს უყურებენ მშობლები, დედები, მამები, შვილები პედაგოგები, ვისთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგულაციები იცოდნენ და უბრალოდ ის ადამიანები, ვისაც ამ საკითხის მიმართ ინტერესი გააჩნიათ. რაც მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარია, ამ კანონით ჩვენ ვიცავთ არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან. ამ კანონით, მარიხუანას მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას. იკრძალება საჯარო სივრცეში, იკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, იკრძალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და კიდევ სხვა მრავალ შემთხვევაში. ჩვენ ამ კანონით ვკრძალავთ არასრულწლოვნების მიერ არა მხოლოდ მოხმარებას, არამედ არასრულწლოვნების თანდასწრებით მოხმარებას. აკრძალულია საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საუბარია ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე - სკოლაზე, ბაღებზე. ასევე, აკრძალულია არასრულწლოვნების არა მხოლოდ თანდასწრებით, არამედ იმ ადგილისგან 150 მეტრის რადიუსის მოშორებით და იმ სივრცეში, სადაც არასრულწლოვნები ფიზიკურად იმყოფებიან. რეალურად, ჩვენ ამით არა მარტო არასრულწლოვნებს ვიცავთ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან, არამედ გავითვალისწინეთ სხვა და სხვა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაც, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების, მათ შორის ბევრი ევროპული ქვეყნების პრაქტიკაც. 21 წლამდე ასაკის პირები მარიხუანას ვერ მოიხმარენ, ეს დაისჯება ადმინისტრაციული წესით. 21 წლამდე ასაკის პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების - ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იგულისხმება - დაისჯება სისხლის სამართლის წესით", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)