19:42 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 11:35:13, 1338 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი: არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებებზე სამინისტროს რეაგირება ეფექტიანი და ხარისხიანი იყო

ტელეკომპანია იმედზე, გადაცემა „პირისპირ"-ში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, წინასაარჩევნო და არჩევნების დღეს დაწყებულ გამოძიებებზე ისაუბრა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, პასუხისგებაში სულ 22 პირია მიცემული.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ  დანაშაულის თითოეულ ფაქტზე, რომელთან დაკავშირებითაც უწყებაში შეტყობინება  შემოვიდა გამოძიება დაუყოვნებლივ დავიწყეთ. საკმაოდ მოკლე დროში, თუ არ ვცდები 4-5 დღე გავიდა, აი ამ მოკლე დროში, ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოვიპოვეთ, რომ გამოძიებები უკვე გარკვეულ კონდიციამდე მივიდა. აქედან 8 ფაქტი არ დადასტურდა და გამოძიება უკვე შეწყდა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ამ ეტაპზე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არის 2 ფაქტი, რაზეც უახლოეს დღეებში უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ოღონდ წინასწარ არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. ამ 24 ფაქტის ფარგლებში ჩვენ გამოვიკვლიეთ და დავადგინეთ როგორც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების ისე მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის  ფაქტები. ჯამში, შემიძლია გითხრათ, რომ 22 პირია სულ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, როგორც მმართველი პარტიის ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებებზე, რომელთაგან ნაწილში ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიტიკური მოტივი და შეიძლება ითქვას, რომ წელს ამ მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება და ეს არ არის ჩვენი შეფასება, ასე შეაფასეს სამინისტროს რეაგირება საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც - საკმაოდ ეფექტიანი და ხარისხიანი იყო გასულ წელთან შედარებით, ასევე, ძალადობის ფაქტების კლებაც შეინიშნება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics