18:22 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 14:24:57, 1761 ნახვა

სამართალი
პროკურატურა თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულებისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შვიდივე ბრალდებულის მიმართ სასტუმროს 3 ნომრის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა“, - ამის შესახებ დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქის საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურატურა ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

„ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ შვიდივე ბრალდებულის მიმართ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. კონკრეტულად კი, მათი მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხე. მოგეხსენებათ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შვიდივე ბრალდებულის მიმართ სასტუმროს 3 ნომრის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა. შვიდივეს წარდგენილი აქვს ბრალდება სსკ-ის 236-ე მე-3 და მე-6 „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვას ჯგუფურად“, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics