13:12 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 13:10:36, 1530 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი ჟურნალისტებს: ნუ დარბიხართ, ვეღარ მიეჩვიეთ, რომ პრეზიდენტი ვარ?!

 „ნუ დარბიხართ, დადექით, ვეღარ მიეჩვიეთ, რომ ახლა პრეზიდენტი ვარ, ცოტა ჩაიწიეთ“, - ამ სიტყვებით მიმართა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურალისტებს.

ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების 3 800 000  ლარით შემცირებასა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რაზეც მან განაცხადა, რომ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობის, ასევე ხარჯების შესახებ რამდენიმე დღეში, პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

"ეს არის საბიუჯეტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს შეტანილია ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მიმდინარეობს თანამშრომლობა, არავითარი პრობლემა არ არის. როცა ვიქნები არჩეული და აღიარებული მერე გეტყვით, რა იქნება“, - განაცხადა არჩეულმა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics