|
2018-12-04 12:14:42, 1471 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის საპროექტო სამუშაოები არაფრად ვარგა და თავიდან არის ჩასატარებელი
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ საპროექტო სამუშაოები თავიდან ჩატარდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია სრულყოფილი არ არის და დამატებით კვლევებს საჭიროებს. „მეტროსადგურების რეაბილიტაცია ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, დაზარალებული მოქალაქეები გვყავდა. ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილებები ოპერატიულად მივიღეთ და ყველას მაქსიმალური თანადგომა გამოვუცხადეთ. ამის პარალელურად, „ვარკეთილის“ საპროექტო დოკუმენტაცია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა და გაკეთებული შეფასებებიდან გამომდინარე, შეიქმნა საჭიროება, რომ დამატებითი კვლევები და საპროექტო სამუშაოები ჩატარდეს. საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის დროს, უპირველესი და უმთავრესი უსაფრთხოებაა, რაც მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. დადასტურებულად გეტყვით, რომ პროექტები, რომლითაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის სამუშაოები განხორციელდა, არაფრად ვარგა და საპროექტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი. ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს სრული დოკუმენტაცია გვექნება და მომავალი წლიდან პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. ანალოგიური მდგომარეობაა მეტროსადგურ „გურამიშვილის“ პროექტთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მომავალი წლის თებერვლიდან, თბილისის „მეტროპოლიტენს“ კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება. „მეტროსადგურების და ვაგონების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების პროცესი უკვე დაწყებულია. სექტემბერში მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატა, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს სრულყოფილად მოვემსახუროთ. თებერვალში მეტროსადგურებს კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოცდის დრო შევამციროთ და მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა გავზარდოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს, რვა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. „მეტროსადგურ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება, ხოლო 2019 წლის იანვრის ბოლომდე, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია განხორციელდება. გარდა ამისა, მომავალი წლიდან, რვა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად დავიწყებთ. მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და არეალების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამას აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)