18:22 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 10:49:15, 1383 ნახვა

სამართალი
მალხაზ კობაურის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

რაიან მაიკლ სმიტის, მისი მეუღლის ლორა ჯოი სმიტის და მათი 4 წლის შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურებაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის საქმეს ნაფიცი მსაჯულები დღეს განიხილავენ.

სხდომა დახურული იქნება.

14 მსაჯული ბრალდებულსა და პროკურორს უახლოეს დღეებში მოუსმენს.

კობაურის ოჯახის თქმით, აუცილებელია პროცესები საჯარო იყოს, რადგან საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ბრალდებულის უდანაშაულობა.

„გაუშვან ღიად და საჯაროდ, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. სად ჰყავდათ 24 საათი გუდაურში რომ დაკითხეს. თუ კობაური დამნაშავე არის და ეს მკვლელობა მისი ჩადენილია, რატომ არ დაიმალებოდა, მით უმეტეს, შეეძლო გადასვლა ახალგორში“, - განაცხადა კობაურის დედამ, - შორენა მარტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა მოკლულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. 14 აგვისტოს მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics