|
2018-12-03 18:17:44, 707 ნახვა
რეგიონი
მანდარინის ექსპორტმა 8,595 ტონა შეადგინა
მიმდინარე წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტმა 8,595 ტონა შეადგინა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წელს ციტრუსის განსაკუთრებულად უხვი და ხარისხიანი მოსავალია, აქტიურად ხორციელდება ექსპორტი. ძირითადი საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი, უკრაინა და სომხეთი, ასევე, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, უზბეკეთი და ლატვია. მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა. საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, ფუნქციონირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც (1501). 25 ნოემბრიდან დაიწყო არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)