20:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 12:43:17, 504 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს რამდენიმე ძვირადღირებულ მომსახურებას პირველად დააფინანსებს

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეგიონის დონეზე სხვადასხვა სახის დაავადების მაღალტექნოლოგიურ, ოპერაციულ და სარეაბილიტაციო მომსახურებას აფინანსებს. უწყება, 2019 წელს მოსახლეობას რამდენიმე სიახლეს სთავაზობს. მომავალ წელს ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, პირველად მოხდება რეგიონის მოსახლეობისთვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება.

„მოგეხსენებათ, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დიდ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. ჩვენ გავითვალისწინეთ პაციენტების საჭიროება და მომავალი წლიდან ვიწყებთ ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაციის დაფინანსებას - 80 000 ლარით, ხოლო ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაციის დაფიანანსებას - 150 000 ლარით" - აღნიშნა ჩვენთან საუბარისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

მომავალ წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, დადასტურებული დიაგნოზის შემთხვევაში, პირველად დაუფინანსებს გაფანტული სკლეროზის მკურნალობისთვის საჭირო მაღალეფექტურ მედიკამენტებს, თითოეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი განისაზღვრება 25 000 ლარით. ცვლილება იგეგმება ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსების წესში.

მომავალი წლიდან უწყება ზრდის ღვიძლის ტრანსპლანტაციისათვის გათვალისწინებულ თანხას და ერთ პაციენტზე გამოყოფს 65,000 ლარს. სამინისტრო აღნიშნულ მომსახურებას 2016 წელიდან აფინანსებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში ისარგებლა 9 პაციენტმა, რისთვისაც გამოიყო - 370,000 ლარი.

სიახლეებია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების პროგრამაშიც. მოიმატებს ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი და გახდება 15 000 ლარი. ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნლობა, კერძოდ: პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2 - მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში სრულად დაუფინანსდებათ ძვირადღირებული მედიკამენტით მკურნალობის კურსი.

2013 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 11 პროგრამას ახორციელებდა, 2019 წელს უწყება 32 პროგრამას განახორციელებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics