00:33 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 19:12:22, 1783 ნახვა

კომენტარი
ბესელია ვაშაძეზე: რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, რომელიც სააკაშვილის ხელის ბიჭია?!

„რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, ადამიანთან, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის ხელის ბიჭი?“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გაერთიანებული ოპოზიციის შეთავაზებას სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ხელისუფლებას ყველა საკითხსა და პრობლემაზე დიალოგი ხალხთან ექნება.

„დიალოგი გვექნება ხალხთან, მოსახლეობასთან ყველა საკითხზე, ყველა წუხილზე და პრობლემაზე, ყველაფერზე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ. რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაყენოს შეურაცხყოფა, რომელიც არის სააკაშვილის ხელის ბიჭი და რუსეთის ინტერესების პირველი გამტარებელი, რა დიალოგი შეიძლება ამ ადამიანებთან ვაწარმოოთ? დიალოგი გვექნება მოსახლეობასთან მუდმივ რეჟიმში და იმ საკითხებზე, რომლის გამოც მეორე ტურში ფეხზე დადგა მთელი ქვეყანა და მართლაც გადაწყვიტეს, რომ კიდევ ერთხელ ქვეყნის მომავლისთვის მიეცათ ხმა. ეს არის რეალობა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატმა გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებსაც უპასუხა:

„საქართველოს მოსახლეობა დიდი ხანია არ დადის „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილებზე, ოცნებებზე და ამსტერდამიდან დადგენილ გრაფიკზე ან სცენარზე. ქართველმა ხალხმა უმრავლესობით კიდევ ერთხელ თქვა, რომ არ უნდა მას მოძალადე რეჟიმი, კრიმინალური, ძალადობრივი, სასტიკი მეთოდებით ქვეყნის მართვა. კეთილი ინებონ, გააცნობიერონ ეს რეალობა და ამ გაცნობიერებიდან გამომდინარე, დასკვნები გააკეთონ, დამშვიდდნენ და დაწყნარდნენ. როგორც ჩვენმა ხალხმა გადაწყვიტა, დრო არის 2020-მდე“, - განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მან გრიგოლ ვაშაძეს მიმართა და ამომრჩევლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

„ბატონ ვაშაძეს მინდა ვუთხრა, გონს მოეგოს და საკუთარ გამონათქვამებში, გარდა იმისა, რომ ქართულად უკეთესად უნდა მეტყველებდეს, ვიდრე სხვას დაუწუნებს ენას, თვითონ გამართოს ლექსიკა გრამატიკულადაც და შინაარსობრივადაც. კრიმინალებს, ქურდებს და კიდევ სხვა ეპითეტებით მოიხსენიებს იმ ამომრჩეველს, რომლის პრეზიდენტობასაც აპირებდა. კეთილი ინებოს და პატივი სცეს ამ ადამიანებს“, - აღნიშნა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics