|
2015-06-14 21:52:49, 668 ნახვა
სპორტი
პრემიერ-მინისტრი: თუ მანამდე რაღაც არ იყო გაკეთებული ისე, როგორც უნდა ყოფილიყო, ახლა ჩვენ ვართ ვალდებული გამოვასწოროთ
"თუ მანამდე რაღაც არ იყო გაკეთებული ისე, როგორც უნდა ყოფილიყო, ახლა ჩვენ ვართ ვალდებული, გამოვასწოროთ",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი2"-თან საუბრისას იმ განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, წუხელ მომხდარი სტიქიური მოვლენა, წინა ხელისუფლების დროს არასწორად განხორციელებული პროექტების შედეგია. ღარიბაშვილმა იმ ექსპერტის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის ივნისში ამბობდა, რომ შესაძელოა, ადიდებულმა ვერემ, გმირთა მოედანი მთლიანად ჩაიტანოს. პრემიერის განმარტებით, გუშინვე შესაბამის ჯგუფს დაავალა, დაიწყონ სასწრაფოდ მუშაობა სტიქიური უბედურების გამოწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, რათა მომავალში შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმოს. "მე პირადად, რაც ამ 2 წლის განმავლობაში გავარკვიე და რაც ჩემი თვალით ვნახე, როცა რეგიონებში ჩავდივარ, იქ ვესაუბრე მოსახლეობას და ერთი და იგივე სახის პრობლემები აწუხებს დღეს მოსახლეობას. ეს არის გზები, წყალი, შუქი, გაზი და ა.შ. ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩასატარებელია, მდინარეების კალაპოტები არის სერიოზულად მისახედი. არმინდა ისე გაიგოთ, რომ წინა მთავრობას დავაბრალო მომხდარი, მაგრამ ობიექტური რეალობა მოითხოვს იმას, რომ აღინიშნოს განსხვავება მიდგომებში.თუმცა, მე აბსოლუტურად არათუ ვფიქრობ, არამედ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ არის აუცილებელი გასატარებელი ღონისძიებები.ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, მდინარის კალაპოტების მოწესრიგება და ა.შ. რაც შეეხება ბრალდებებს და ექსპერტების შეფასებებს, რომლებიც ამბობენ, რომ შესაძლოა იყოს წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტის, თუ არასწორად განხორციელებული პროექტის ბრალი, მე სრულიად შემთხვევით, დაახლოებით ერთი საათის წინ, ვნახე ვიდეო, ერთ-ერთი ექსპერტი ჯერ კიდევ 2012 წლის ივნისში საუბრობდა სწორედ ამ პრობლემაზე. მინდა მისი სიტყვების ციტირება მოვახდინო- "შესაძლოა, ადიდებულმა ვერემ მთლიანად ჩაიტანოს გმირთა მოედანი მტკვარში".ჩვენ გუშინ რაც ვიხილეთ, რეალურად ეს იყო.განადგურებული ზოოპარკი, ამხელა ზარალი სახელმწიფოს მხრიდან, დაკარგული სიცოცხლეები, ადამიანებს ვეძებთ და ეს ადამიანები სუბრობენ სწორედ იმ პროექტზე, რომელიც განხორციელდა ვერეს ხეობაში.საუბრობენ იმაზე, რომ არასსწორი პროექტის მიხედვით მოხდა ამ გზის გაყვანა. მე არ ვარ სპეციალისტი და მირჩევნია, ექსპერტებს ვკითხოთ ამის თაობაზე მაგალითი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ჯერ კიდევ 3 წლის წინ საუბრობდა მოსალოდნელ შედეგზე.საჭიროა უფრო ღრმა ანალიზის გაკეთება.გუშინვე დავავალე შესაბამის ჯგუფს, რომ დაიწყონ სასწრაფოდ მუშაობა გამოწვევ მიზეზებზე, თუ რამ განაპირობა ეს ყველაფერი და ამის შემდეგ დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები.თუ მანამდე რაღაცა არ იყო გაკეთებული ისე, როგორც უნდა ყოფილიყო, ახლა ჩვენ ვართ ვალდებული, გამოვასწოროთ, ასე რომ, დღეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ თუ რაიმე იყო გაფუჭებული, დღეს ჩვენ უნდა გამოვასწოროთ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)