2018-12-02 12:44:33, 1407 ნახვა
სამართალი
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში უკრაინის 5 მოქალაქე, მათ შორის დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო დააკავეს
თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის 5 მოქალაქე დააკავეს. ისინი ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო „ალიანსში“ 27 ნოემბერს შევიდნენ. ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად თბილისში 3 მათგანი ჩამოვიდა, მოგვიანებით კი მათ კიდევ 2 პირი შეუერთდა.
ამასთან, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ, დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
ავტორი: ,