08:41 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-01 15:26:43, 2966 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა - მადლობლები ვართ ჯორჯ უოკერ ბუშის ცხოვრებისთვის

აშშ-ს  41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებას 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურა.
წერილში ნათქვამია, რომ ამერიკა მადლიერია პრეზიდენტის რომელიც ერთგულად ემსახურებოდა ქვეყანას.

„ამერიკამ დაკარგა პატრიოტი და თავმდაბალი მსახური, ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში. ჩვენი გულები დამძიმებულია, თუმცა ასევე მადლიერებით არის სავსე. არა მხოლოდ იმ პერიოდისთვის, როდესაც ის პრეზიდენტის რანგში ქვეყანას მართავდა, არამედ მთელი მისი ცხოვრებისთვის, რომლის ფარგლებშიც ის ქვეყანას ემსახურებოდა. ყველანი ბუშების ოჯახის გვერდით ვდგავართ, რადგან ჯორჯისა და მისი მეუღლის, ბარბარას მაგალითით ვართ შთაგნებულნი“, – აღნიშნავს ბარაკ ობამა.
ცნობილი გახდა, რომ 94 წლის ასაკში, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41-ე პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა.

ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს 1989-1993 წლებში იკავებდა. იგი რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. მანამდე, 1971-1973 წლებში, იგი გაერო-ში აშშ-ის ელჩი იყო. უფრო ადრე, 1976-1977 წლებში ჯორჯ ბუში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics