|
2018-12-01 14:45:27, 1560 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე - 1 წელი გავიდა და იმის მაგიერ, რომ საქმე გამოიძიონ, ცდილობენ ტალახი ესროლონ ჩემ გარდაცვლილ შვილს
„1 წლის განმავლობაში არც მკვლელები არიან დასჯილი და იმის მაგიერ რომ საქმე გამოიძიონ, ცდილობენ ჩემ ოჯახს ტალახი ესროლონ“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა. „დღევანდელი დღეს არის იმ ტრაგედიის გაასმაგება, რაც მოხდა ერთი წლის წინ. ლაპარაკიც მიჭირს ამ თემაზე იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი დღის სწორს, ბოლოს ველაპარაკე ჩემ შვილს დილის საათებში და მის მერე მისი ხმა არც გამიგონია. 1 წლის განმავლობაში როგორც ვხედავთ არც მკვლელები არიან დასჯილი და იმის მაგიერ რომ საქმე გამოიძიონ სრულყოფილად, პირიქით მთელი საზოგადოების ნაწილი და ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს რომ ტალახი ესროლონ ჩემ გარდაცვლილ შვილს და პირადად ჩემ ოჯახს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობიდან ხორავას ქუჩის მიმართულებით მსვლელობა იმართება.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)