16:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-01 14:35:23, 1357 ნახვა

სამართალი
გახარია: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე დადგეს ის შედეგი, რომელსაც ყველა ელოდება

მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე დადგეს ის შედეგი, რომელსაც მთელი საზოგადოება ელოდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება და განაცხადა, რომ კარგად ესმის თუ რატომ არ არის გატარებული ღონისძიებები გარდაცვლილი მოზარდის მშობლებისთვის ნუგეში.  

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, ამ ტრაგედიის გამო მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა. ჩვენ პირველივე დღიდან მაქსიმუმს ვაკეთებდით იმისთვის, რომ სწრაფად მიგვეღწია შედეგისთვის ამ საქმის გამოძიებაში. მე არ გავიმეორებ ყველაფერ იმას, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე ითქვა, კომისიის ფარგლებში, სხვადასხვა შეხვედრების დროს, სხვადასხვა კომუნიკაციების დროს, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი დასრულდეს და ის შედეგი იყოს, რომელსაც პირველ რიგში ოჯახი და მთელი საზოგადოება ელოდება - ობიექტური და იმსახურებდეს ნდობის მაღალ ხარისხს. ამისთვის პოლიცია აკეთებს ყველაფერს და პოლიცია გააკეთებს ყველაფერს. თუმცა, მესმის, რომ ეს არის ფუჭი სიტყვები მშობლებისთვის, მამისთვის და კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ამ ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა ჩვენს ქალაქში. ისიც კარგად მესმის, რომ მიუხედავად ბევრი ცვლილებისა, რომელიც ამ ტრაგედიის შემდგომ გატარდა, მათ შორის საკანონმდებლო - არ არის ნუგეში არც ნათესავებისთვის და არც მშობლებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს.

დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.

გარდა ამისა, 8 ივნისს ამავე საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაზე, ხოლო 9 ივნისს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დააკავეს. ორივე მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 19 ივლისს შსს-მ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა. 9 ნოემბერს მერაბ მორჩაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მორჩაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელს პირობით გამოსაცდელი ვადით მოიხდის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics