|
2018-12-01 13:42:23, 1327 ნახვა
სამართალი
შსს-მ წითელ ხიდთან ტაქსის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა - ერთი პირი დაკავებულია, ორს ეძებენ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წითელ ხიდთან მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ორი პირის სამძებრო ღონისძიებები კი, გრძელდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს, ორი პირის სამძებრო ღონისძიებები კი გრძელდება. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ნოემბერს წითელი ხიდი-შულავერის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოსა და სოფელ ხანჯიგაზლოს მონაკვეთზე, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მოძრავ მოქალაქეებს - შ.მ.-ს, ფ.ა.-ს, ზ.ა.-ს და ა.გ.-ს სამი მამაკაცი თავს დაესხა. თავდამსხმელებმა ორ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც, იარაღის მუქარით, 800 000 რუსული რუბლი გაიტაცეს და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე თავდამსხმელის ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს, ერთ-ერთი მათგანი - რ.გ. დააკავეს, დანარჩენების დასაკავებლად კი სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნაყაჩაღარი თანხის დიდი ნაწილი ამოიღო. გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)