07:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 13:41:26, 1058 ნახვა

პოლიტიკა
კობაძიძე: შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ „ეუთო“-ს რეკომენდაციები იქნება ზედმიწევნით შესწავლილი

„მინდა მოგილოცოთ წარმატებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. მიუხედავად საკმაოდ მძიმე და აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მთლიანობაში ჩვენ შევძელით ამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება“, - ამის შესახებ  პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდოამზე განაცხადა.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ეუთოს“ რეკომენდაციები იქნება პარლამნტის მიერ შესწავლილი.

„მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს, გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებს, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ მათ მუშაობაზე იყო დამოკიდებული ამ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება. მადლობა უნდა გადავუხადოთ ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც სათანადოდ შეასრულა ფუნქციები.მადლობა მინდა გადავუხადო ასევე დამკვირვებლებს. მე განაკუთრებით ყურადღებით „ეუთო“-ს რეკომენდაციებს, მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო შეფასებისთვის, მათი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი ეხებოდა იმ ცვლილებებს, რომლებიც უნდა განხორცილედეს კანონმდებლობაში, რომელიც არის პირველ რიგში, პარლამენტის პასუხისმგებლობა, ჩვენ უნდა განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც არის განსახორიციელებელი უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია აქვე დავდოთ პირობა, რომ „ეუთო“- ს რეკომენდაციები იქნება ზედმიწევნით შესწავლილი და მხედველობაში მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics