05:39 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 12:40:33, 1701 ნახვა

კომენტარი
კალაძე ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: თუ იქნება რამე კანონსაწინააღმდეგო, რეაგირება იქნება შესაბამისი

„ეს არის დამარცხებული გუნდი, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა არა - ძალადობას, კიდევ ერთხელ უთხრა არა ბოროტებასა და სიძულვილს,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების დანიშნვასთან დაკავშირებით კრიტიკულად აფასებს. 

როგორც კალაძემ აღნიშნა,  თუ რაიმე სახის კანონდარღვევა დაფიქსირდება კვირას, ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის დროს, ხელისუფლებას სათანადო რეაგირება ექნება.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ქვეყნის დაბრუნება წარსულში. უნდა ვიფიქროთ თუ როგორი საქართველო გვინდა, როგორ უნდა გავუკმლავდეთ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას, მე როგორც დედაქალაქის მერმა რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თბილისი უკეთესი იყოს, უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. საერთოდ არ არის საინტერესო კრიმინალი სააკაშვილის განცხადებები. მათ დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდათ. მათ თავისუფლების გამოხატვაში არავინ არ ზღუდავს, თუმცა, ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. თუ იქნება რაიმე გადაცდომა და რაიმე კანონსაწინააღმდეგო, შესაბამისად, იქნება რეაგირებაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics