23:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 22:07:40, 1772 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი: ნატო-ს ალტერნატივა არ აქვს - ამ მიმართულებით ვიმუშავებთ

არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი შეფასებით, ნატო-ს ალტერნატივა არ აქვს.

როგორც ზურაბიშვილმა BBCს-სთან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას.

"საქართველოს აქვს ასოცირების შესახელ ხელშეკრულება და მის დადებით შედეგებს ყოველდღიურობაში ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა არ არის, ნატო-ს მიერ შემოთავასებულ უსაფრთხოებას ალტერნატივა არ აქვს და ქართველმა ხალხმა ეს იცის. ის, რასაც ჩვენ დღეს უკრაინაში ვხედავთ, ჩვენს ხალხს კიდევ უფრო მეტად უბიძგებს იმ ფიქრებისკენ, რომ მეტი ნატო გვჭირდება. არ მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეები იმ ევროპელებს მიეკუთვნებიან, რომლებსაც ევროპამ იმედები გაუცრუა. პირიქით მათ იმედი აქვთ, რომ ევროპას დაუახლოვდებიან და ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ხმა მე მომცეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე - ხომ არ ჰგონია, რომ ნატო საქართველოს რუსეთის გასაღიზიანებლად იყენებს და გახდება თუ არა ქვეყანა ნატო-ს წევრი ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

"არა ასე არ მგონია. მგონია, რომ ყველაფერია შესაძლებელი და ის რომ მე დღეს პრეზიდენტი ვარ, ამის მაჩვენებელია. დრო ძალიან მალე იცვლება. იყო დრო როდესაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ასე მიუახლოვდებოდა ევროპას, მაშინ დიპლომატი ვიყავი, ახლა კი, სულ სხვა რეალობაა. ინტენსიურად უნდა ვიმუშავოთ და ქართველ ხალხს ეტაპობრივად ავუხსნათ, თუ რას ნიშნავს ევროპისკენ სვლა. ეს ისაა რაც მოსახლეობას უნდა და ჩვენ ეს უნდა უზრუნველყოთ", - აღნიშნა არჩეულმა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics