06:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 13:03:45, 1012 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: გამგებელი, „ძველი ბიჭი“ და პოლიციელი გვერდიგვერდ იდგნენ საარჩევნო უბანზე

„ჩვენ გუშინ ვნახეთ „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზოციის - „ძალა ერთობაშიას“  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგე განაცხადა,

ვაშძემ არჩევნების მეორე ტური შეაფასა.

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად ზეწოლისა მოქალაქეებმა მხარი გრიგოლ ვაშაძეს  დაუჭირეს.

„ჩვენ გვქონდა რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი ძალადობა "ქართული ოცნების" მხრიდან. ეს იყო მასობრივი მოსყიდვა ადამიანების, ფულით ტყუილით. მეორე, ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც კი არ შეიძლება დავარქვათ ამას, პირდაპირ საარჩევნო უბნებზე გამგებლები და მერები. მესამე, ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე პირდაპირი ძალადობა, როდესაც ადამიანებს აიძულებდნენ ეჩვენებინათ ვის დაუჭირეს მხარი. მეოთხე ეს არის გაყალბება, როგორც პირადობის მოწმობების, ასევე ე.წ. კარუსელების ტრიალი და მეხუთე, ალბათ ყველაზე საგანგაშო, ჩვენ გუშინ ვნახეთ „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს, რომელთა ერთადაც გვერდი-გვერდ იდგნენ საჯარო მოხელეები, გამგებლები, საკრებულოს ხელმძღვანელები, სამინისტროს მაღალჩინოსნები, პოლიცია და კრიმიალები ერთად იდგნენ საარჩევნო უბნებთან, ეს არის ყველაზე საგაგაშო და სამწუხარო გარიგება, რომელიც მათ დადეს ქურდულ სამყროსთან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics