23:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 01:25:08, 1641 ნახვა

კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე - გადავწყვიტეთ, ჩვენი გეგმების შესახებ აზრი ვკითხოთ ხალხს - ხვალ 18:00 საათზე ფილარმონიაში ვიკრიბებით

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვკითხოთ აზრი ჩვენს მხარდამჭერებს ჩვენი გეგმების შესახებ და ამისათვის ხვალ, საღამოს 6 საათზე გვექნება შეხვედრა ფილარმონიაში“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძემ მხარდამჭერებს დაანონსებული შეხვედრის დასწრებისკენ მოუწოდა.

„იმ ძალადობის ფონზე, რა ფონზეც ჩაიარა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურმა, არ ვიცი ამას საერთოდ თუ შეიძლება ვუწოდო არჩევნები. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ველოდებით საბოლოო შედეგებს, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მოგვაწოდოს და დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ხმას დავიცავთ.  სახიფათო ინციდენტები გრძელდება ლაგოდეხში სროლა იყო, მარნეულში ამ წუთებში ძალიან დაძაბული ვითარება არის. არ გაჩერებულა ჩვენი ქოლ-ცენტრი, რომელიც შემოდის ჩვენი მხარდამჭერებისგან, იმ ხალხისგან რომელიც კბილებით იბრძოდა, რომ ამ არჩევნებში ჩვენი ხმები დაეცვა და დარწმუნებული იყავით, რომ დავიცავთ. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ვკითხოთ აზრი ჩვენს მხარდამჭერებს ჩვენი გეგმების შესახებ და ამისათვის ხვალ , საღამოს 6 საათზე ჩვენ გვექნება შეხვედრა ფილარმონიაში. მინდა, რომ ყველამ ყურადღებით მოისმინოს, ვისთვისაც  გაერთიანებული ოპოზიცია წარმოადგენს მათი პოლიტიკური და იდეოლოგიური აზრების გამომხატველს და ძალიან გთხოვთ ხვალ მობრძანდეთ, იმიტომ რომ თქვენი აზრი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. გვინდა თქვენ ჩვენი გეგმები შეაფასოთ და ამ გეგმებზე თანხმობა მოგვცეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics