06:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 23:52:29, 3524 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს

ცესკოს წინასწარი შედეგებით, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

კერძოდ, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, 1 181 უბნის (32%) მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 57% (262 846 ხმა) მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 43% (195 305 ხმა).

„ეს შედეგები ცხადია შეიცვლება ეტაპობრივად. ამავდროულად ამ წინასწარი შედეგების შემდგომ, ყველა მედიასაშუალებას, საზოგადოებას ლაივ რეჟიმში ექნება შესაძლებლობა, რომ მუდმივად განახლებადი წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიიღოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. ჯერ კიდევ გრძელდება საუბნო საარჩევნო კომისიებში ოქმების შემოსვლა. შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში გვექნება განახლებული შედეგები და გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ ინფორმაცია ეტაპობრივად წინასწარი შედეგების შესახებ“, - განაცხადა თამარ ჯვანიამ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 56.23% შეადგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics