|
2018-11-28 20:50:15, 1126 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: დღეს არ არის ზეიმისთვის დასაკარგი დრო, ახლა მუშაობის დროა [ვიდეო]
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ბახტაძემ განაცხადა, მმართველი გუნდი მზად არის ქვეყანაში არსებულ ყველა გამოწვევას უპასუხოს. "მინდა, საქართველოს მივულოცო ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება. საქართველო არის შემდგარი დემოკრატია. მინდა, თითოეულ მოქალაქეს, ვინც დღეს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მადლობა გადავუხადო. არჩევნებში მონაწილეობის დონე იყო საკმაოდ მაღალი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ საქართველოში გვაქვს ნამდვილად შემდგარი დემოკრატია. მინდა, მივულოცო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ამასთან ერთად, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენთვის, როგორც მმართველი ძალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც პირველი ტურის შედეგები, ასევე, ბუნებრივია - მეორე ტურის შედეგები. ჩვენ მივიღეთ გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისგან და ვიცით, თუ რა არის გასაკეთებელი. დღეს არ გვაქვს ზეიმისთვის დასაკარგი დრო. ახლა არის მუშაობის დრო და მინდა, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას, რაც ქვეყანაში გვაქვს, მზად ვართ, ჩვენს მოქალაქეებსა და საზოგადოებასთან, ერთობლივი ძალისხმევით, გადავლახოთ ყველა პრობლემა და გამოწვევა. ეს არის ჩვენი მიზანი და დამერწმუნეთ, ამას აუცილებლად მივაღწევთ. მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის", - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, 20:00 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების პირველადი შედეგები გამოქვეყენდა. ორივე ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. Edison research - სალომე ზურაბიშვილი 55% / გრიგოლ ვაშაძე 45% Gallup International - სალომე ზურაბიშვილი 58% / გრიგოლ ვაშაძე 42%
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)