23:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 19:21:35, 1622 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ჩვენ გვაქვს შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დაახლოებით, 300 ათასი ხმით გავიმარჯვოთ

,,ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად მოიგებს. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“ მინიმუმ 300 ათასი ხმით გავიმარჯვოთ“, - ამის შესახებ, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ეს მონაცემები იცის და ამომრჩევლების მობილიზება დაიწყო იმ უბნებზე, სადაც „ედისონ რისერჩი“ ეგზიტპოლებს ატარებს.

„ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ ძალას, რომელსაც წყურია რევანში, მივმართავ, რომ აზრი ეკარგება ყოველგვარ მანიპულაციებსა და პროვოკაციებს. მათ შორის კვლევებით და ეგზიტპოლით მანიპულაციასაც. ირაკლი კობახიძემ დღეს  ბრიფინგი გამართა და რუსთავში, კარუსელებში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამხილა. კობახიძემ დაასახელა 10-ზე მეტი პირი, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან. ეს ადამიანები სხვადასხვა უბნებზე გადაადგილდებოდნენ და ცდილობდნენ, რომ ორმაგი მარკირების მიუხედავად, ხმა მიეცათ კიდევ ერთხელ. ეს პროცესი ჩვენი ძალისხმევით შეჩერდა, ამის შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა ეგზიტპოლებით მანიპულაციებზე. ისინი ამ წუთებში ახდენენ საკუთარი აქტივის მობილიზებას იმ ადგილებში, სადაც „ედისონ რისერჩი“ ატარებს გამოკითხვებს. ამას აზრი ეკარგება მეგობრებო. ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი მოიგებს დამაჯერებლად. საუბარია, დაახლოებით, 300 ათასი ხმით სხვაობაზე. დაანებეთ თავი პროვოკაციებს, მანიპულირებას და შეეგუეთ რეალობას, რომელსაც ჩვენი ამომრჩეველი უზრუნველყოფს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics