|
2018-11-28 17:24:51, 1520 ნახვა
კომენტარი
ცესკო-მ დეპუტატ შოთა ხაბარელს, რომელიც საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა, აკრედიტაცია გაუუქმა
ცენტრალური საარჩევნო კომისია ადასტურებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული წარმოადგენდა დარღვევას, დეპუტატს გაუუქმდა ორგანიზაცია ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ აკრედიტაცია. „ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბანზე არსებულ პლანშეტებში აღარ არის ჩატვირთული ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფოტოსურათიანი სია არასდროს ყოფილა ჩატვირთული უბანზე არსებულ პლანშეტებში, რამდენადაც პლანშეტების მეხსიერება არ იძლევა ამის შესაძლებლობას. საარჩევნო უბანზე პლანშეტების დარიგების დანიშნულება ამომრჩევლებისთვის მათი საარჩევნო უბნების მითითებაა; ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გლდანში 68-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები გარეთ გავიდნენ და საარჩევნო ყუთი მიტოვებულია. ასევე დაფიქსირდა შემთხვევა - ხულოს #1 საარჩევნო უბნის ამომრჩეველი, რომელსაც გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცა ხმა, არ იმყოფებოდა სახლში, ის გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. მის მაგივრად მისმა მეუღლემ მისცა ხმა. ვინაიდან დაირღვა პროცედურა, გადასატან საარჩევნო ყუთს მიიტანენ საოლქო საარჩევნო კომისიაში და შესაბამისი კომისია იმსჯელებს გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობაზე. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2-მა ამომრჩეველმა ვაკის საარჩევნო ოლქის მე-2 და მე-14 საარჩევნო უბნებზე ხმა მისცეს ყალბი პირადობის მოწმობებით. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია. ერთ შემთხვევაში, მოქალაქეს ჰქონდა სამართლებრივად ვალიდური პირადობის მოწმობა, უბრალოდ ის იყო დიდი ხნის აღებული და გაცრეცილი, ხოლო მეორე შემთხვევაში დაფიქსირდა ხარვეზი - პირადობის მოწმობის შეუმოწმებლობა. დიდუბის #11-ე უბანზე იმყოფებოდა უფლებამოსილი პირი არასამთავრობო ორგანიზაციიდან - „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“; ის უბნის შესასვლელთან ამომრჩეველთა მონაცემებს ამუშავებდა; საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე მიიღო ზომები და აღნიშნულ პირს დაატოვებინეს უბანი“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)